Logo

ზერტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

Frontnews image description

ზერტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მოეწყობა ახალი ჭაბურღილები, მაგისტრალური წყალსადენის მილი, ასევე შიდა ქსელი და ინდივიდუალური მრიცხველები.

სამუშაოების ღირებულება 3 518 800 ლარია.

“პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.

2025 წელს სოფელ ზერტში ასევე დაგეგმილია  გზის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით მოეწყობა 2 600 მეტრი გზის საფარი.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 791 230 ლარია.

ზერტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები