ზესტაფონის მერიაში ხმაური და დაპირისპირება იყო


ავტორი
Front News საქართველო
ხმაური და დაპირისპირება იყო ზესტაფონის მერიაში, სადაც “ქართული ოცნების” ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციიდან გათავისუფლებული პირები მივიდნენ.
"ოცნებიდან" გარიცხულები აცხადებდნენ, რომ მათ დღეს აქცია ჰქონდათ დაანონსებული ზესტაფონის მერის კორუფციული გარიგებების გასაპროტესტებლად და პარტიიდან გარიცხვა სწორედ ამის გამო მოხდა.
ისინი გიორგი გოგლიჩიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მერი და ვიცე-მერი თაღლითობისათვის არიან ნასამართლევი და აღნიშნული დოკუმენტების გასაჯაროვებას ითხოვდნენ.
"ვფიცავ სამშობლოსა და ხატის წინაშე, რომ ჩემი ინიციატივით დაანონსდა აქცია, ჩემს უკან დგას ზესტაფონელი ხალხი და სირცხვილი თქვენი, რომ ეს ხალხი დააშინეთ. მოვითხოვთ მერისგან, აუცილებლად გაასაჯაროვოს ნასამართლეობა, რატომ არის ნასამართლევი, როგორც ის, ისევ ვიცე-მერი. ამასთან, აუცილებლად დატოვოს თანამდებობა", – განაცხადა ლევან ჭანტურიძემ.
ბრალდებას გიორგი გოგლიჩიძემ უპასუხა. ზუსტაფონის მერის განცხადებით, გაბრაზება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მან ლევან ჭანტურიძის ოჯახის კომპანიას სასათბურე პირობები არ შეუქმნა.
"მე თაღლითობაზე არ ვარ ნასამართლევი. მე ვარ 210-ე მუხლით ნასამართლევი, ეს იყო კომპანია "ვისოლიდან" საბუთების გაყალბებაზე, სადაც ერთი დღეს არ მიმუშავია. ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული. დღეს, ჩემი, როგორც ქალაქის მერის დისკრედიტაცია მიმდინარეობს ამ ბატონისაგან. ბატონმა ჭანტურუძემ, გასულ წელს, მზოვრეთის საჯარო სკოლა კეთდებოდა, გზები ორი, შპს, რომლის შემსრულებელი იყო მამამისი, ვერ შეასრულა სამუშაოები. მე ვერ მივცემდი თავს უფლებას, რომ რომელიმე კომპანია იყოს სასათბურე პირობებში, ამის შემდეგ მიმდინარეობს დაპირისპირება", – განაცხადა მერმა.
"ქართული ოცნების" ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ინფორმაციით, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან ფარული ურთიერთობის გამო პარტიიდან რამდენიმე წევრი გარიცხეს.
თაგები:
