Logo

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 23 წლის ახალგაზრდა მოკლეს

სამართალი
31.10.2022 / 21:49
826
Frontnews image description

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელვაკეში 23 წლის ბიჭი თანასოფლელმა სანადირო თოფით დაჭრა.

 

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

 

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Advertisement