
ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე “შინ ევროპისკენ” შეკრებილებს მიმართა.
“ძვირფასო ქართველებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ვიცი, რომ იმედგაცრუებული ხართ, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, ეს მისი დასაწყისია. გახსოვთ, რომ 2007 წელს ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია ლიეტუვასა და ლატვიასთან მოლაპარაკების დასაწყებად. ეს ჩვენ გავაკეთეთ ორი წლის შემდეგ. გავატარეთ რეფორმები და გავაკეთეთ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი მოითხოვდა.
თქვენ გაქვთ საგზაო რუკაც – 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით. 6 თვის განმავლობაში სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში. დაუბრუნდით ბრიუსელთან ხელახლა შეთანხმებულ მოლაპარაკებებს, მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ! ჩვენ თქვენთან ვართ!”, – განაცხადა პავილიონისმა.
თაგები:
ჟიგიმანტას პავილიონისი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს