ჟოზეფ ბორელი – თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს, ევროკავშირი გადამწყვეტად იმოქმედებს

ავტორი
Front News საქართველო
თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებს, ევროკავშირი გადამწყვეტად იმოქმედებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა უკრაინაში გამგზავრებამდე ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული ვითარება არა მარტო უკრაინის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობას და ამ თემის განხილვა შეუძლებელია ყველა შესაბამისი მონაწილის გარეშე.
“ევროკავშირი ვერ იქნება ნეიტრალური მაყურებელი ამ მოლაპარაკებებში, თუ რუსეთს ნამდვილად სურს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვა. ჩვენ საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასა და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას სწორედ ამ მიზნით ვაშენებთ“, – განაცხადა მან.
ჟოზეფ ბორელი უკრაინაში დღეს ჩავიდა. ბორელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჯერ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ჩავა, შემდეგ კი კიევში დაბრუნდება, სადაც უკრაინის მთავრობის წევრებთან გამართავს შეხვედრას.
თაგები:
ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


