ჟურნალისტები მიხეილ სარჯველაძისგან მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოითხოვენ

ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის სამინისტროსთან ჟურნალისტები ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს დახვდნენ და შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
ისინი “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისგან ინფორმაციას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, მზია ამაღლობელი, რომელიც რეჟიმის უკანონო პატიმარია, 16 დღეა შიმშილობს.
“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელმა საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მისი სოლიდარობის მიზნით კიდევ რამდენიმე პატიმარი შიმშილობს.
თაგები:
მზია ამაღლობელი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


