ჟურნალისტების განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
ლევან მამალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ, გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებას.
ლევან მამალაძემ „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავენ.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მას ინფორმაცია უკრაინული წყაროდან აქვს.
თაგები:





