“ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია”

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ამერიკის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას ეხმაურება.
"აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები", – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:





