ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბორის ნემცოვს სიკვდილამდე FSB-თან დაკავშირებული აგენტი უთვალთვალებდა


ავტორი
Front News საქართველო
ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ რუს ოპოზიციონერს ბორის ნემცოვს სიკვდილამდე თითქმის ერთი წელი FSB-თან დაკავშირებული აგენტი უთვალთვალებდა. ასევე დაადგინეს, რომ იგივე პირი სავარაუდოდ, მონაწილეობდა ოპოზიციონერების, მათ შორის ალექსეი ნავალნის, ვლადიმერ ყარამურზასა და დიმიტრი ბიკოვის მკვლელობის მცდელობებში.
Bellingcat-ის, The Insider-სა და BBC-ის მტკიცებულებებით, კერძოდ მატარებლისა და ფრენის ჯავშნების მონაცემებით, მამაკაცი პასპორტით ვალერი ნიკოლაევიჩ სუხარევის სახელით ბორის ნემცოვს რუსეთში მინიმუმ 13 მოგზაურობისას უთვალთვალებდა. სულ მცირე ერთხელ, სუხარევს შეუერთდა FSB-ს კიდევ ერთი სავარაუდო აგენტი ალექსეი კრივოშჩეკოვი.
ჟურნალისტური გამოძიების ცნობით, ბოლოს აგენტი მას 2015 წლის 17 თებერვალს, მკვლელობამდე 10 დღით ადრე გაყვა.
ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს.
ნემცოვი პრეზიდენტ ბორის ელცინის დროს ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა და ფართოდ მოიაზრებოდა, როგორც ელცინის მემკვიდრე. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ოპოზიციაში გადავიდა. მან ამხილა კორუფცია და დაგმო 2014 წელს რუსეთის თავდასხმა აღმოსავლეთ უკრაინაზე.
2017 წლის ივლისში მოსკოვის რაიონულმა სამხედრო სასამართლომ დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნო ხუთი ადამიანი და მათ თავისუფლების 11-დან 20 წლამდე აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მკვლელობის ორგანიზატორების და დამკვეთების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
თაგები:
რუსეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს