ზორან მილანოვიჩი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ავტორი
Front News საქართველო
ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მოქალაქეებს კეთილდღეობას უსურვებს.
"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხორვატიის რესპუბლიკის მოქალაქეების და პირადად ჩემი სახელით, ჩემთვის პატივია გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მილოცვა და თქვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს პროგრესი და კეთილდღეობა ვუსურვო.
სიამოვნებით ვიხსენებ ჩემს ბოლო ვიზიტს თქვენს ქვეყანაში. მჯერა, რომ ჩვენმა შეხვედრამ შემდგომი ორიენტირები განსაზღვრა ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად, ისევე როგორც საერთო ინტერესის მქონე სფეროებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. მოხარული ვარ, რომ გავცვალეთ მოსაზრებები მიმდინარე გლობალურ საკითხებსა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებულ მრავალ გამოწვევაზე. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, მიიღოთ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
თაგები:
ზორან მილანოვიჩი




