
ავტორი
Front News საქართველო
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა “ლელოს” დეპუტატს სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა.
იქამდე სამადაშვილმა სამინისტროებში არსებულ კორუფციაზე ისაუბრა, ასევე კითხვებით მიმართა მინისტრობის კანდიდატებს და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.
ოხანაშვილმა სამადაშვილს მიკროფონი გაუთიშა.
“მშვენივრად საუბრობთ მიკროფონის გარეშე, მოგიწოდებთ ისაუბროთ კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში.
ზრდილობასთან რომ პრობლემები გაქვთ ვიცით, ქალბატონო სალომე, დაუკრეფავში ნუ გადახვალთ, წესრიგს არღვევთ და არ იცავთ რეგლამენტს.
გთხოვთ, დატოვოთ სხდომათა დარბაზი, მოქცევას როდესაც ისწავლით სხდომათა დარბაზში, მაშინ შეგიძლიათ დაბრუნდეთ. ზრდილობას როცა ისწავლით, მაშინ შეგიძლიათ შემოხვიდეთ”, – მიმართა ოხანაშვილმა სამადაშვილს.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს