ზუგდიდი-მესტიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები ძმები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან სოფელ ეცერის ტერიტორიაზე გადავიდა და მდინარეში გადავარდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ორივე ცხედარი იპოვეს და სახლში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.
თაგები:
სვანეთი