
ავტორი
Front News საქართველო
ხმაური და დაპირისპირებაა ზუგდიდის 26-ე უბანზე. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, მათმა დამკვირვებლებმა “კარუსელის” მოწყობის მცდელობა აღკვეთეს, რასაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლების უკმაყოფილება და დაპირისპირება მოყვა.
ადგილზე “ნაციონალური მოძრაობდან მივიდნენ ბაჩო დოლიძე და სხვა წარმომადგენლები. უბანზე სიტუაციაში გასარკვევად იჯმყოფებოდა ასევე “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი.
ზუგდიდი მეროვის კანდიდატის ანზორ მელიას პრესსამსახურის წარმომადგენლის ნენე დალაქიშვილი წარმომადგენლის განცხადებით, მას ფიზიკურად დაუპირისპირდენ.
“დავიწყე გადაღება და “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ხელი მკრა, გადაღებულია, არ მოეწონა, რომ ვიღებდი”, – განაცხადა დალაქიშვილმა.
ირაკლი ჩიქოვანი უბანზე დაძაბულობის არსებობას უარყოფს. მან ნენე დალაქიშვილს მოუწოდა, ინციდენტის შესახებ, თუ კი ასეთი არსებობს, ინფორმაცია პოლიციას მიაწოდოს.
თაგები:
ზუგდიდი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს