ზუგდიდის ბაზარში ხანძრის შედეგად ხუთი სავაჭრო ობიექტი სრულად დაიწვა
შემთხვევა
04.09.2021 / 23:12


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სრულად დამწვარია ხუთი სავაჭრო ობიექტი. ადგილზე იმყოფებიან დამწვარი ობიექტების მეპატრონეები.
როგორც დაზარალებული მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძარმა სრულად გაანადგურა მათი საქონელი ზარალი რამდენიმე ათას ლარს აღწევს.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობას სახელდება.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
