ზუგდიდის მე-19 საარჩევნო უბანთან ანზორ მელიას შტაბის წევრებმა მმართველი გუნდის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირეს

ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მე-19 საარჩევნო უბანთან გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის ანზორ მელიას შტაბის წევრებმა ადგილზე მმართველი გუნდის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირეს.
ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, “ქართული ოცნების” აგიტატორები მომხრეებს ბენზინის ტალონებს ურიგებდნენ. ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში მერაბ ქვარაია მივიდა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის წარმომადგენელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა მომხდარზე სამართალდამცავებს რეაგირება არ ჰქონდათ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


