ზუგდიდის მერი დავით კოდუა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროს გიორგი ქვარაიასთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საკითხები, სადრენაჟე სისტემების არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.
დავით კოდუამ, სტუმრებს საკითხით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მელიორაციის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა, მაინც რჩება გამოწვევები.
მერმა აზიის განვითარების ბანკს ქვეყანაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა, მათ შორისაა ზუგდიდის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.
მისივე განცხადებით, იგეგმება ქალაქის ერთიანი სანიაღვრე სისტემის პროექტირება, რაშიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება.
მერიაში გამართულ შეხვედრას მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და "საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
დავით კოდუა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


