Logo

ზუგდიდის მერია დამატებით 11 ოჯახს სახლს აუშენებს და 10 ოჯახს “ერთ თბილ ოთახს“ მოუწყობს

Frontnews image description

ზუგდიდის მერია დამატებით 11 ოჯახს სახლს აუშენებს და 10 ოჯახს “ერთ თბილ ოთახს“ მოუწყობს.

“მერიის “უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის“ კომისიამ პრიორიტეტული ოჯახები გამოავლინა.

მომავალ წელს ზუგდიდის მერია 11  მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახს ახალ სახლს აუშენებს, ხოლო 10 ოჯახი “ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩაერთვება.

სპეციალურმა კომისიამ,  ყველა შემოსული  განცხადება ადგილზე გადაამოწმა.

ამ ეტაპზე, 9 სახლი შენდება, ხოლო 3  სახლის პროექტირებაზე ტენდერი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გასულ წელს მერიაში 127 განცხადება შემოვიდა, რომელთაგან 82 სოციალური სახლების მშენებლობას, ხოლო 45 “ერთი თბილი ოთახის“ მოწყობას შეეხებოდა.

სოციალური სახლების მშენებლობა ზუგდიდის მერიის ექსკლუზიური პროექტია, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. 2015 წლიდან დღემდე კი ჯამში 161 სახლია აშენებული”, – აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.

თაგები:

ზუგდიდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები