ზუგდიდის მერია გადაუდებელი ქირურგიული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებას იწყებს


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებით, ჯანდაცვის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებები შეიტანა:
გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების თანგადახდას მერია უზრუნველყოფს შემდეგი ჯგუფებისთვის:
სოციალურად დაუცველი პირების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 001-ს;
სიმსივნით დაავადებული პირები, შშმ პირები, პენსიონერები, სტუდენტები, 0-18 წლამდე ასაკის პირები.
დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი 1000 ლარით განისაზღვრა.
პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე პირების ოჯახები ავადმყოფისთვის, ერთჯერადი სამედიცინო სახარჯი მასალისა და მოვლის საშუალებებთან ერთად, სხვა დამხმარე საშუალებების შეძენასაც შეძლებენ.
თაგები:
ზუგდიდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს