ზუგდიდის მერია კულტურის სფეროს პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსებას იწყებს


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მერია კულტურის სფეროს პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსებას იწყებს.
ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ, ახალი პროგრამა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ნიკოსეულ სასახლეში წარუდგინა.
პროგრამის მიზანია კულტურის პოპულარიზაცია და დაინტერესებული ორგანიზაციების ფინანსური ხელშეწყობა და განვითარება.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კულტურის მიმართულებით მომუშავე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
საპროექტო წინადადებები:
ა) კულტურული ღონისძიებების ორგანიზება მუნიციპალიტეტის მასშტაბით;
ბ) ლიტერატურული, მუსიკალური თუ თეატრალიზებული პერფორმანსები;
გ) კონცეპტუალური არტ-გამოფენები;
დ) ინოვაციური ვიზუალური ინსტალაციები;
ე) კულტურული, საგანმანათლებლო და სახელოვნებო მიმართულების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტები.
ვ) პროექტები, რომლებიც, შესაძლოა, გულისხმობდეს არსებული შემოქმედებითი/ან არქიტექტურული სივრცეების გადახალისებასა და განვითარებას, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გასამართად.
საპროექტო წინადადების ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.
კონსტანტინე კაკავამ საზოგადოებას ასევე წარუდგინა პროგრამა, რომელიც სახელოვნებო (კლასიკური ვოკალი, სიმებიანი და სასულე საკრავები) პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დაფინანსებას გულისხმობს. პროგრამა 2026 წელს განხორციელდება.
დეტალები იხილეთ: https://shorturl.at/9yEm2
თაგები:
ზუგდიდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს