Logo

ზუგდიდის მერის მოადგილედ ნუგზარ გაბელია დაინიშნა

რეგიონები
30
Frontnews image description

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ ნუგზარ გაბელია დაინიშნა. გაბელიას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ნუგზარ გაბელია 2017 წლიდან დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი 2014-2017 წლებში ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მანამდე კი მუშაობდა ბიზნესსექტორში, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე.

2004-2014 წლებში ნუგზარ გაბელია ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, იკავებდა ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას, ასევე ადმინისტრაციულ თანამდებობებს, მათ შორის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის პოზიციას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში.

ნუგზარ გაბელიას განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ფლობს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, კომერციისა და მარკეტინგის მიმართულებით, ასევე დამთავრებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

Advertisement