ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა
ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა. როგორც ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.
"მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელნიც კეთილსინდისიერად და დაუღალავად ემსახურებიან ჩვენი ქალაქის კეთილდღეობას და განვითარებას. მადლობა თქვენ მეგობრებო, კოლეგებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობა. მადლობა თითოეულს ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს.
მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა! მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ გეგას და ვუსურვო წარმატებები", – წერს ფარულავა.
გიგა ფარულავა, ზუგდიდის მერიაში 2017 წლიდან მუშაობდა. ის შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო, ხოლო 2019 წლიდან დღემდე, მერის პირველი მოადგილე.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


