
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია - 1993 წელს დაბადებული ტ.ზ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა 1960 წელს დაბადებულ ა.ქ. ხოლო, მის მეუღლეს - 1963 წელს დაბადებულ გ.დ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა. დაშავებული გ.დ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს