Logo

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

რეგიონები
111
Frontnews image description

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა გაეცნო.

ახალი სტადიონი ეწყობა ბარამიას ქუჩაზე არსებულ დევნილთა ჩასახლებაში. ბარამიაზე ახალი სტადიონის მშენებლობა ზუგდიდის მერის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც სრულდება.

"ბარამიას დასახლებაში ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს და ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა მნიშვნელოვანი იყო როგორც სპორტის ხელშეწყობის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის”, - განაცხადა ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ.

ბარამიას ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად 224 444 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს თაბუკაშვილის და ქუჯის ქუჩებზეც. სპორტული მოედანი რეაბილიტირდა ინგირშიც.

ჯამში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 7 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

ზუგდიდის მერთან ერთად სამუშაოებს მოადგილე ბესიკ ჭეჟია და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კორტავა გაეცნენ.

დავით კოდუას თქმით, მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

თაგები:

ზუგდიდი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები