
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ზუგდიდის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” 5 დეპუტატი შიმშილობას იწყებს.
ინფორმაციას პარტიის წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე ავრცელებს.
“ზუგდიდის საკრებულოში, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოთახში შიმშილობა დაიწყეს არჩეულმა საკრებულოს წევრებმა: მაია კალანდია, ირაკლი სორდია, ხათუნა შამუგია, დარიკო არქანია, მალხაზ ჯალაღონია (ექიმი). ერთადერთი მოთხოვნით: გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. ძალიან ვღელავ..”, – წერს ანა წითლიძე Facebook-ზე.
მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მედიკოსების შეფასებით,მისი მდგომარეობა მძიმეა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fani.tsitlidze%2Fposts%2F4858400947517068&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”550″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს