ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს. დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა.
პოლიციამ საკრებულოს შენობიდან ხელში ატაცებული გაიყვანა ენმ-ის დეპუტატი ანა წითლიძე.
საკრებულოს 5-მა წევრმა ოპოზიციონერმა ზუგდიდში შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის სამოქალქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყეს.
ამ დრომდე ისინი ფრაქციის ოთახში იმყოფებოდნენ, თუმცა დღეს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტზე უნდა ემსჯელა, სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.
ზუგდიდის საკრებულოში სხდომა უკვე დაწყებულია. მედიას მასზე დასწრების საშუალება არ ეძლევა.
ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, “ოცნების” წევრები ბიუჯეტის საკუთარ ინტერესებზე მორგებას ცდილობენ და ამიტომ ჩქარობენ მის დამტკიცებას.
თაგები:
ზუგდიდი