ზუგდიდის ციხის ყოფილ უფროსს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსის ამირან ჯანაშიას საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დისტანციურად განიხილა და მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალი უსაფუძვლოა, მას ბრალი ფალსიფიცირებული მტკიცებულებების საფუძველზე აქვს წაყენებული.
მისი თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოს შესახებ.
“ამირან ჯანაშია არის უკანონო პატიმარი, მას ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ედავებიან მის უკანონო ტარებას. დავუსავუთე სასამართლოს, რომ არ არსებობდა დაკავებულის მიერ მტკიცებულებების განადგურების ან მიმალვის საფრთხე, მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა და მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს”, – განაცხადა გოროზიამ.
ოპოზიციის აქტიური წარმომადგენელი ამირან ჯანაშია 29 ოქტომბერს იმ დროს დააკავეს, როცა ის თბილისიდან სენაკის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
თაგები:
ამირან ჯანაშია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს