
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედი პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ბენეფიციარებს 10-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
“პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის, შესაბამისად მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება და მიმდინარე წელს სხვა რეგიონებშიც ჩატარდება”, – განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.
სამინისტროს ორგანიზებით, ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა მიიღეს.
მომსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა 400-მდე პირმა მიიღო.
ღონისძიებების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს