
ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდსა და თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ,- ინფორმაციას აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისივე ცნობით, 2016 წლიდან აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ეტლებით და სხვა გადასაადგილებელი საშუალებებით დახმარებას ახორციელებს.
დღემდე მემორანდუმის ფარგლებში ეტლებით უზრუნველყოფილია 220 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს