ზუგდიდში 14 წლის ბიჭი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდში 14 წლის ბიჭი მოკლეს. მოზარდს სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.
დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდებს შორის შელაპარაკება რკინიგზის სადგურის უკან, მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ მოედანზე დაიწყო და შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია და ის სავარაუდოდ, თავადაც არასრულწლოვანია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა