ზუგდიდში 75 წლის მამაკაცმა მეზობლის დაწვა სცადა, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი

ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდში მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა და მისი დაწვა სცადა. დაშავებული 60 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, 75 წლის მამაკაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის დაზიანებებით საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
დამწვრობის გამო კლინიკაში წევს გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველება სცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს დავა ყოფით ნიადაგზე ჰქონდათ, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე მათ მედიასთან არ უსაუბრიათ.
მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





