ზუგდიდში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ველომარათონი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ველომარათონი გაიმართა.
ველომარათონმა სტარტი ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში აიღო და მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მიმდებარედ დასრულდა.
ველომარათონში 30-მდე ველომრბოლელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ მონაწილეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.
გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და მერის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე კაკავამ გადასცეს.
ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი ადგილი ბათუმელმა გიორგი სუვაძოგლუმ დაიკავა, რომელსაც 1000 ლარი გადაეცა.
მეორე - მესამე ადგილები მცხეთელმა ძმებმა ნიკა და ავთანდილ ფირანიშვილებმა გადაინაწილეს (ფულადი ჯილდო 800 და 600 ლარი).
ღონისძიებას თბილისის ველოსპორტის კავშირის პრეზიდენტი დავით ასკურავა ესწრებოდა.
დღის განმავლობაში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. მათ შორის, სპორტული აქტივობები და ფერების ფესტივალი.
თაგები:
ზუგდიდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს