Logo

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

შემთხვევა
1100
Frontnews image description

ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის სოფელ ჭითაწყაროს მონაკვეთზე ერთმანეთს “ოპელისა“ და “მაზდის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

 

შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Advertisement