
ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში ახალი საფეხბურთო სტადიონი აშენდა.
ბარამიას ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად 224 400 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
დღეს, ბარამიას ახალ სტადიონზე, ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „ოდიში 1919“-ის ორგანიზებით, ტურნირი ჩატარდა, რომელშიც თაბუკაშვილისა და ბარამიას დევნილთა ჩასახლების საფეხბურთო გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
"ბარამიას ქუჩაზე ახალი სტადიონის მშენებლობა მმართველი პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო. ბარამიას დასახლებაში ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს და ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა მნიშვნელოვანი იყო როგორც სპორტის ხელშეწყობის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. განსაკუთრებული მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას - ადამიანს რომელმაც უამრავ ბავშვს მისცა მოტივაცია და სპორტის სიყვარული გაუჩინა", - განაცხადა მერმა.
ტურნირს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, პარლამენტის წევრები - ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია, გრეტა წიწავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და მერის მოადგილეები დაესწრნენ.
თაგები:
ზუგდიდი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს