ზუგდიდში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ახალი გზა სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგება.
სამუშაო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.
"ზუგდიდში დავიწყეთ მერაბ კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ეს მონაკვეთი ავარიული იყო და მოქალაქეებს გადაადგილების დროს პრობლემები ექმნებოდათ. კოსტავას ქუჩის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, იწყება 16 ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები, რისთვისაც მთლიანობაში გამოყოფილია 4 მილიონი ლარი", – განაცხადა მალხაზ თორიამ.
სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ზუგდიდში ბოლო ორი წლის განმავლობაში 110-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს