
ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდში მეგრულ-ლაზურ-სვანური პოეზიის და ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სოფელ დავითიანში მდებარე ემიგრანტთა ბაღ „ფესვებში“ მეგრულ-აფხაზური სახლი გაიხსნა. სახლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ გახსნა და ბაღში სიმბოლურად ნერგები დარგო.
ფესტივალის ფარგლებში, “ვეფხისტყაოსნის” მეგრული თარგმანის გამოცემის “ყილოშტყებამი“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ერთადერთი გამოცემა, რომელსაც აქვს წინათქმა სვანურად, ლაზურად და მეგრულად. წიგნი საჩუქრად ლაზებს და თურქეთში შოთა რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებლებს გადაეცათ.
ფესტივალი აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მწერალთა ორგანიზაციის, ემიგრანტთა ბაღ ,,ფესვების“ ორგანიზებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებაში პოეტები, მომღერლები და ლაზური ასოციაციები თურქეთიდან, შოთა რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებლები თურქეთში, ქორეოგრაფიული ანსამბლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მონაწილეობდნენ.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს