ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს „დიომედი აფხაზეთის“ პოლიკლინიკაში უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ.
100-ზე მეტ ბენეფიციარს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
„სამინისტროში მოქმედი „მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევების“ პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები ჩვენი დევნილებისთვის, რათა გავზარდოთ მათი ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებებზე. მსგავსი აქციები ხელს უწყობს სამინისტროში მოქმედი სხვა პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობას, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება ჩვენი დევნილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, პირველი მოადგილე მერაბ მარაქველიძე, მოადგილე მანონი გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს