ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

ავტორი
Front News საქართველო
ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მსვლელობა გაიმართა.
ზუგდიდში მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრიდან დაიწყო, მსვლელობის შემდეგ სამღვდელოებამ ზუგდიდის მთავარ მოედანთან აღმართულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკურ ნიშასთან სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა.
საზეიმო მსვლელობაში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, მისმა მოადგილეებმა, პარლამენტის წევრმა, ზუგდიდის დელეგატმა დავით კოდუამ და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა.
თაგები:
ზუგდიდი




