
ავტორი
Front News საქართველო
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდში, ჯავახიშვილის ქუჩასა და ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სპორტული მოედნები გაიხსნა.
ორი ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 360 000 ლარამდე დაიხარჯა.
ახალი სპორტული მოედნების მშენებლობა ზუგდიდის მერის წინასაარჩევნო დაპირება იყო.
მოედნები სპორტული შეჯიბრებით გაიხსნა. მონაწილე გუნდებს მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ.
ახალი სტადიონი აშენდა ბარამიას ქუჩაზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუჯის, თაბუკაშვილისა და ინგირის სტადიონებს. ამ ეტაპზე არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულსა და გორის ქუჩაზე. უახლოეს პერიოდში კი მესხიას ქუჩაზე არსებული სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყება.
თაგები:
ზუგდიდი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს