
ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პლატფორმა გაიხსნა, რომელიც სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ზუგდიდელებს აერთიანებს, – ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პლატფორმის წევრები აღნიშნავენ, დღეს ერთადერთი უალტერნატივო ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელსაც შეუძლია მშვიდობით, ქვეყნის წინსვლა და განვითარება.
“მმართველი გუნდის ძალისხმევით, საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფო, რომლის მთავარი ფასეულობა არის ენა, მამული და სარწმუნოება”, – აცხადებენ პარტიაში.
“მადლობა ჩემო, ზუგდიდელებო, თქვენი მხარდაჭერა ამ გადამწყვეტ არჩევნებზე უმნიშვნელოვანესია. მადლობა, რომ დგახართ სწორ პოზიციაზე, მადლობა, რომ თქვენივე ინიციატივით შექმენით მხარდამჭერთა პლატფორმა, რომელიც ღიად უჭერს მხარს ამ ქვეყანაში უალტერნატივო პოლიტიკურ გაერთიანებას“, – წერს კოდუა.
მხარდამჭერთა შტაბი ზუგდიდში, რუსთაველის 66 ნომერში იფუნქციონირებს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს