ზუგდიდში ყოფილი ცოლის მიმართ მკვლელობის მუქარის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
სამართალი
906

ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდში შვილების თანდასწრებით ყოფილი ცოლის მიმართ მკვლელობის მუქარის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ქალს დანით ხელში და მუქარებით მისდევდა, როდესაც დააკავეს.
ქალთან ერთად მისი შვილები იმყოფებოდნენ.
ის ამჟამად პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. დაწყებულია გამოძიება.





