ზუგდიდში საერთაშორისო პროექტი "ერთად მწვანე ქალაქებისთვის" ხორციელდება


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის (INTERREG NEXT Black Sea Basin) მხარდაჭერით, საერთაშორისო პროექტი „ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
პროექტში ჩართულია შავი ზღვის რეგიონის ოთხი ქვეყანა: თურქეთი, საქართველო, საბერძნეთი და რუმინეთი. პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა სტამბოლის დაგეგმარების სააგენტო (IPA, თურქეთი), ხოლო პარტნიორი ორგანიზაციები არიან: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (საქართველო), კალამარიას მუნიციპალიტეტი (საბერძნეთი) და კონსტანცას მუნიციპალიტეტი (რუმინეთი).
პროექტის მთავარი მიზანია ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურების შემცირება, ბიომრავალფეროვნების აღდგენა და ურბანულ გარემოში მწვანე სივრცეების განვითარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურბანიზებული და ინდუსტრიული ქალაქების გარემოსდაცვითი გამოწვევების მოგვარება, რისთვისაც მოხდება არასაკმარისად ათვისებული მიწის ნაკვეთების შერჩევა და მათი ტრანსფორმაცია მწვანე ზონებად.
პროექტი ეფუძნება მწვანე ინფრასტრუქტურის კონცეფციას და მოიცავს ბუნებრივი და ნახევრად ბუნებრივი სივრცეების დაგეგმარებას, ეკოსისტემური სერვისების შექმნასა და გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ზუგდიდში მშვიდობის პარკის დაგეგმარება და მისი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნას.
გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, „მწვანე ქალაქების“ ინიციატივა ფოკუსირებულია საზოგადოების ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებაზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიება, რომლებიც მიზნად ისახავენ მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერის და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიმართულებით.
პროექტის ხანგრძლივობაა 2 წელი. მისი განხორციელება დაიწყო 2024 წლის 3 ივლისს და დამთავრდება 2026 წლის 2 ივლისს.
თაგები:
ზუგდიდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს