ზუგდიდში საქართველოს დრიფტის სერიების მე-4 ეტაპი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდში, საქართველოს დრიფტის სერიების მე-4 ეტაპი გაიმართა.
დრიფტში ქვეყნის საუკეთესო დრიფტერები იღებდნენ მონაწილეობას. დრიფტის სერიების მე-4 ეტაპის გამარჯვებული გიორგი გრიგალაშვილი გახდა. რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილს, შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-2 ადგილი ირაკლი შალიკაშვილმა, ხოლო მე-3 ადგილი ნუკრი სალიამ მოიპოვეს.
გამარჯვებულებს პრიზები საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზუგდიდის დელეგატმა დავით კოდუამ გადასცა.
ზუგდიდმა დრიფტის სერიებს უკვე მეოთხედ უმასპინძლა. ღონისძიებას, პარლამენტში ზუგდიდის დელეგატთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის და ზუგდიდის მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.
ღონისძიება - სპორტის სამინისტროს, ზუგდიდის მერიის, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის, betlive Racing Season Georgian Drift Serie 2025 და BMW Club Georgia-ს მხარდაჭერით ტარდება.
თაგები:
ზუგდიდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს