ზუგდიდში საოლქო კომისიასთან ოპოზიციის აქცია იმართება

ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდში ოპოზიცია მსვლელობით საოლქო კომისიასთან მივიდა. მდუმარე აქციის მონაწილეებმა სანთლები აანთეს და ბათუმში მომხდარი ტრაგედის დროს დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში მსვლელობით საოლქო კომისიის მიმართულებით გაემართნენ.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის სხდომაა ჩანიშნული, სადაც რიგი უბნების გადათვლა იგეგემება.
ზუგდიდი ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც ოპოზიცია ლიდერობს, ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, რომ არა ზეწოლა და გაყალბება, ოპოზიციის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებში პირველსავე ტურში გაიმარჯვებდა.
ცნობისთვის, ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“კანდიდატმა ანზორ მელიამ ხმების 46.88% მიიღო, “ქართული ოცნების” კანდიდატმა მამუკა წოწერიამ კი – 41.15% მიიღო.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


