ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის ფარგლებში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება გაიმართა.
დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა. მათ შორის, სპორტული შეჯიბრებები, ხატვის მასტერკლასი, ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვთა გასართობი პროგრამა, ანიმატორებით და ზღაპრის გმირების წარმოდგენებით.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარტნიორი ორგანიზაციები, ზუგდიდის ამერიკული კუთხე, ცენტრი "აფხაზეთი", ზუგდიდის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ები და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ზუგდიდის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ მიმართა.
ღონისძიების დასასრულს ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
თაგები:
ზუგდიდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს