ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 9 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად რუხსა და ახალაბასთუმანში მიმდინარე სოციალური სახლების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ნიკოლოზ ნორაკიძის და დედიკა კვარაცხელიას მრავალშვილიანი ოჯახები მალე ზუგდიდის მერიის მიერ აშენებულ სახლებში იცხოვრებენ. ამ დროისთვის მერია 9 სახლს აშენებს.
სოციალური სახლების მშენებლობა ზუგდიდის მერიის ექსკლუზიური პროექტია, რომლის განხორციელება 2015 წელს მუნიციპალიტეტმა დაიწყო. 2015 წლიდან
დღემდე კი ჯამში მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ 160 ოჯახს ახალი სახლი აუშენდა.
თაგები:
ზუგდიდი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს