ზუკა რურუა - კრიმინალმა ოჯახმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი პასუხს აგებენ არა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არამედ კანონის წინაშე

ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზუკა რურუამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილის დედის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ამ კრიმინალური ოჯახის მიერ ჩადენილი დანაშაული იმდენად მკაფიოა, რომ იურისპრუდენციაში გარკვეული ნებისმიერი ადამიანი არანაირ კითხვას არ დასვამს.
რაც შეეხება ბაჩიაშვილის დედას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უარყოფით კონტექსტში ახსენებს, გამოდის და ამბობს, რომ მისი ახლობელი იყო და ასე არ უნდა მოქცეოდაო, ეს არაფერ შუაშია. კრიმინალმა ოჯახმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი პასუხს აგებენ არა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არამედ კანონის წინაშე“, - განაცხადა ზუკა რურუამ.
თაგები:
ზუკა რურუა




