ზურა ხაჩიძე – არც პრემიერი და არც შინაგან საქმეთა მინისტრი არ უნდა გადადგეს!


ავტორი
Front News საქართველო
“არც პრემიერი და არც შს მინისტრი არ უნდა გადადგეს!”- ამის შესახებ ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს.
ხაჩიძე აცხადებს, რომ ის, რაც ხდება, ქვეყნის მტრობაა, ამიტომ პატრიარქის და ეკლესიის “გინებას არავის აპატიებს”.
“ეს რაც ხდება, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ქვეყნის მტრობა. ამდენი დროის განმავლობაში, ქვეყნის რყევას, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს და მართლა ჩამოიქცევა ეს ჩვენი სამშობლო. არც პრემიერი და არც შინაგან საქმეთა მინისტრი არ უნდა გადადგეს!!! გამოძიებული უნდა იყოს ყველა კანონის დარღვევა!!! პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, პროვოკატორმა და ქვეყნისგარე მტერმა!
ყველას გაფრთხილებთ, ვინც ჩემს მეგობრებში ხართ, პატრიარქის და ეკლესიის გინებას არ გაპატიებთ, ამიტომ წაიშალეთ თავი, სანამ მე დაგერიეთ. ყველაფერს ხედავს საზოაგადოება და ყველაფერს თავის სახელს დარქმევს! ნუ იწვევთ საქართველოს მოსახლეობას!! კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ლექსოს გარდაცვალებას ყველას! მოციქულები პეტრე და პავლე ჰფარავდეს საქართველოს და მის უწმინდესოსობას! ამინ”- წერს ზურა ხაჩიძე.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს