Logo

ზურაბ აზარაშვილი – თქვენი უფროსების მმართველობის დროს რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო, დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე

პოლიტიკა
740
Frontnews image description

დღეს ქართული სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პატიმრების მიმართ არ იყო ასეთი დამოკიდებულება და იყო რადიკალურად განსხვავებული სურათი.

 

“თქვენი უფროსების მმართველობის დროს არ იყო ასეთი დამოკიდებულება და რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო. დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებით, ასევე იმ პირობებითა და ინფრასტრუქტურით, რაც მნიშვნელოვანია პატიმრებისთვის“, – განაცხადა აზარაშვილმა ჟურნალისტებთან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები