ზურაბ ბატიაშვილი – აღმოვჩნდებით ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვნახეთ ერთეული განცხადებები დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან დახმარების შეწყვეტის შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება და აღმოვჩნდებით ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყველაფერ იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“ლეგიტიმაციის პრობლემიდან გამომდინარე, ძნელი იქნება შეხვედრები, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და სხვა. ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ ერთეული განცხადებები დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან დახმარების შეწყვეტის შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება და აღმოვჩნდებით ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყველაფერ იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში – დაწყებული არჩევნების ტოტალური გაყალბებით, დამთავრებული ამის შედეგად იზოლაციის სერიოზული საფრთხით“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.
თაგები:
ზურაბ ბატიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს