ზურაბ ბატიაშვილი – ევროკავშირის გზას და ორიენტაციას ალტერნატივა არ გააჩნია, ალტერნატივა არის განახლებული საბჭოთა კავშირი


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის გზას და ორიენტაციას ალტერნატივა არ გააჩნია, ალტერნატივა არის განახლებული საბჭოთა კავშირი, – ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არათუ ევროპულ გაერთიანებაში, ნებისმიერ კლუბში გაწევრიანებისთვისაც კი საჭიროა მის წესებს აკმაყოფილებდე.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შესაძლოა, სურვილი ჰქონდეთ, რომ მიგვიღონ ევროკავშირში, რომ თვითონაც კარგად იყვნენ და ის გააგრძელონ, რასაც აკეთებენ, მაგრამ მეორეა რეალობა. ნებისმიერ კლუბში რომ გაწევრიანდეთ, როგორც კერძო პიროვნება, იმ კლუბის წესებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომელ კლუბშიც შედიხართ. თუ არ აკმაყოფილებთ, არცერთი კლუბი თქვენს წესებზე არ გადმოვა. მითუმეტეს, ისეთი გაერთიანება, როგორიც არის ევროკავშირი.
ევროკავშირის გზას და ორიენტაციას ალტერნატივა არ გააჩნია. ალტერნატივა არის განახლებული საბჭოთა კავშირი. როგორც კი პატარა შანსი ეძლევა რუსეთს, მაშინვე შემოგვთავაზა “3 + 3“ ფორმატი. ეს არის ჩვენი დაბრუნება საბჭოთა კავშირში. სახელს არ აქვს მნიშვნელობა. იქ, სადაც რუსეთი, ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა იქნება მთავარი წამყვანი, იქ არის თუ არა ჩვენი ადგილი, ამაზე პასუხს პატარა ბავშვიც კი არგუმენტირებულად გაგცემთ“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
თაგები:
ზურაბ ბატიაშვილი

ზურაბ ქადაგიძე – მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და მაგიტომაც აქვს ხელისუფლებას ამხელა რეიტინგი და ნდობა, განსაკუთრებით მავნებელი ოპოზიციის ფონზე

ზურაბ ბატიაშვილი – არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რა არის დასავლეთის და აშშ-ის პრიორიტეტები საქართველოსთან მიმართებით

ირაკლი ღარიბაშვილი – ვინ არის ჩვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი პარტიის “ქართული ოცნების“ ალტერნატივა? ალტერნატივა არ არსებობს!